top of page
მწვანე კლასიკური 2022
თეთრი მშრალი ღვინო მწვანე, დამზადებულია იმერეთში, მანავის მიკროზონაში მოწეული კახური მწვანის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო გამოირჩევა ღია ჩალისფერი, მომწვანო ელფერით. ღვინოში შესანიშნავადაა შენარჩუნებული მდიდარი ჯიშური არომატი, გამოხატული საღი ყურძნის, ვენახის ატმის, მინდვრის ყვავილების, ციტრუსის სურნელით, რომელიც მსუბუქად შერწყმულია მცენარეულ არომატებთან. ხასიათდება სასიამოვნო სიმჟავითა და ხანგრძლივი დაბოლოებით. მწვანე კარგად ეხამება მოხარშულ ფრინველს, შემწვარ თევზს, ციტრუსის სალათებს, ხაჭაპურს და ყველს. მოსავლის წელი 2022. ალკოჰოლი 13.9%. მოხმარების ტემპერატურა 10-12°C.
bottom of page